აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო აცხადებს კონკურსს თემაზე „ახალი პიესა აფხაზეთზე“

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო აცხადებს კონკურსს თემაზე „ახალი პიესა აფხაზეთზე“.

ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონკურსის მიზანია ახალგაზრდა ნიჭიერი მწერლებისა და დრამატურგების აღმოჩენა და საუკეთესო პიესის გამოვლენა.

საკონკურსო ნაწარმოების თემა: აფხაზეთი, ქართულ-აფხაზური ურთიერთობები და კონფლიქტის მშვიდობიანი ტრანსფორმაციის ავტორისეული ხედვა; პიესა უნდა იყოს ახალი, არ უნდა იყოს გამოცემული ან დადგმული; პერსონაჟების რაოდენობა: არაუმეტეს ცხრა პერსონაჟისა; ქრონომეტრაჟი: არაუმეტეს 90 წუთისა; თითოეულ კონკურსანტს მხოლოდ ერთი ნაწარმოების წარდგენა შეუძლია; საკონკურსოდ წარმოდგენილ ნაწარმოებებს, ავტორისა და კომისიის წევრების თანდასწრებით წაიკითხავენ სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები, რის შემდეგაც მოხდება წაკითხული პიესების განხილვა; კომისიის წევრები, დახურულ სხდომაზე, ხმათა უმრავლესობით გამოავლენენ ერთ საუკეთესო პიესას; კონკურსში გამარჯვებული პიესის ავტორი დაჯილდოვდება ფულადი პრემიით 2500 ლარის ოდენობით; კონკურსში გამარჯვებული პიესა დაიდგმება სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე. საკონკურსო პიესების შესახებ განაცხადები მიიღება 2024 წლის 30 აპრილიდან. წარდგენის ბოლო ვადაა: 2024 წლის 28 ივნისი.

კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა: განცხადება; პირადობის მოწმობის ასლი; საკონკურსო პიესის ელ: ვერსია (ფონტი - Sylfaen; შრიფტის ზომა - 11);

საკონკურსო განაცხადები მიიღება:

ელექტრონული ფორმით - მისამართზე: meca@abkhazia.gov.ge

მატერიალური სახით - მისამართზე: თბილისი, უზნაძის №68, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო. საკონტაქტო ტელ: +995 577 34 85 34; +995 577 09 21 27“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ახლა რაც ხდება არის ბრძოლა მომავალსა და წარსულს შორის, ფრონტის ხაზი გავლებულია და დარწმუნებული ვარ, ის მომავლის გამარჯვებით დასრულდება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს