რომან გოცირიძე - რატომ არ ვრცელდება კანონის მოქმედება სპორტულ ფედერაციებზე? - სპორტული ფედერაციების სასათბურე პირობებში მოქცევა იმიტომ ხომ არ გაქვთ გადაწყვეტილი, რომ აღნიშნული კანონის მიღების შემდეგ, დაფინანსების შეწყვეტის გეშინიათ?

რატომ არ ვრცელდება კანონის მოქმედება სპორტულ ფედერაციებზე? - სპორტული ფედერაციების სასათბურე პირობებში მოქცევა იმიტომ ხომ არ გაქვთ გადაწყვეტილი, რომ აღნიშნული კანონის მიღების შემდეგ, დაფინანსების შეწყვეტის გეშინიათ? - აღნიშნული კითხვა „ევროპტიმისტების“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის იმ ნაწილთან დაკავშირებით დასვა, რომლის გათვალისწინებით, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის რეესტრში დარეგისტრირება სპორტულ ფედერაციებს არ მოუწევთ.

გოცირიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პროექტის ინიციატორებს მიმართა კითხვით, დაესახელებინათ აშშ-ს შესაბამისი კანონის მუხლი, რომლის საფუძველზეც სპორტული ფედერაციები კანონის მოქმედებისგან თავისუფლდება.

„პირდაპირ გეუბნებით, ამოღებული იქნას სპორტული ფედერაციები. შეკითხვა არის ასეთი, რატომ წერია რომ ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება სპორტულ ფედერაციებზე? იმიტომ ხომ არა, რომ ჩვენი სპორტული ფედერაციები ათეულობით მილიონობით დაფინანსებას იღებენ - უეფადან, ფიფადან, საბავშვო სტადიონებს აშენებენ, რაგბის ეხმარებიან. ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ ფედერაციების სასათბურე პირობებში მოქცევა იმიტომ გაქვთ გადაწყვეტილი, ამ კანონის მიღების შემდეგ, ამ დაფინანსების შეწყვეტის გეშინიათ? ხომ არ არის ამ კანონის მიღების შემთხვევაში, ის რომ გავრცელდეს ფედერაციებზე, საქართველოს სპორტული ფედერაციების მოკვეთა [მოხდება] საერთაშორისო ორგანიზაციიდან - ფიფადან, უეფადან, თუ იმიტომ არის გათავისუფლებული, რომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი დეპუტატია, კალათბურთის ფედერაციის [პრეზიდენტი] დეპუტატია?

ასევე, აქ წერია, „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტის ხარისხის და უსაფრთხოების შესახებ“ ესეც უნდა იყოს ამოღებული. იმიტომ ხომ არა, რომ მართლაც სასიცოცხლოდ აუცილებელია დონორობის ინსტიტუტი და თუ ეს კანონი მათზეც გავრცელდება, შესაძლებელია, ისინი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ანუ, თავისუფალი მედიისგან და არასამთავრობო სექტორისგან გამიჯნულად ამ ორი სექტორის გამოყოფა ხომ არ მიუთითებს იმ რისკებზე, რაც შეიძლება ამ კანონის მიღებამ გამოიწვიოს? თქმა რომ გიყვართ, ამერიკის კანონის კოპირებააო, ამერიკის შესაბამისი კანონის რომელ მუხლში წერია, რომ სპორტული ფედერაციები ამ მოქმედების არეალიდან გათავისუფლებულები არიან?“, - განაცხადა რომან გოცირიძე.

გია ხუხაშვილი - ახლა რაც ხდება არის ბრძოლა მომავალსა და წარსულს შორის, ფრონტის ხაზი გავლებულია და დარწმუნებული ვარ, ის მომავლის გამარჯვებით დასრულდება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს