ნიკა მაჭუტაძე ოხანაშვილს - სულ წარმომედგინეთ ჰენრი ნავარას როლში, მაგრამ რიჩარდ მესამის როლში ყოფილხართ - ცუდი არაფერი მითქვამს, ბაკინგემს წამები მაინც აჩუქა და თქვენ ამ ხაბეიშვილს ერთი წამიც არ აჩუქეთ

მე სულ წარმომედგინეთ თქვენ ჰენრი ნავარას როლში, მაგრამ თქვენ რიჩარდ მესამის [როლში ყოფილხართ] - ცუდი არაფერი მითქვამს, ბაკინგემს წამები მაინც აჩუქა და თქვენ ამ ხაბეიშვილს ერთი წამიც არ აჩუქეთ, - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ნიკა მაჭუტაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილს.

„ბატონო ანრი, მცირე შესავლით დავიწყებ, რასაკვირველია, მუხლობრივზეც მაშინვე გადავალ - მე სულ წარმომედგინეთ თქვენ ჰენრი ნავარას როლში, მაგრამ თქვენ რიჩარდ მესამის [როლში ყოფილხართ].

ცუდი არაფერი მითქვამს, ბაკინგემს წამები მაინც აჩუქა და თქვენ ამ ხაბეიშვილს ერთი წამიც არ აჩუქეთ: „რომელი საათია თქვენო მოწყალებავ? ათს წამებიღა აკლია თქვენო ხელმწიფებავ, მაშ, მიჩუქნია ეს წამები თქვენთვის, ბაკინგემ!“ - განაცხადა მაჭუტაძემ.

ოხანაშვილმა მას კითხვის დასმისკენ მოუწოდა.

„ჰენრი მეოთხეზეც არ გადახვიდეთ ახლა, ბურბონებზე, შეკითხვა დასვით! კარგი გადახვევაა, მაგრამ გადადით შეკითხვაზე“- მიმართა ოხანაშვილმა მაჭუტაძეს.

გია ხუხაშვილი - ახლა რაც ხდება არის ბრძოლა მომავალსა და წარსულს შორის, ფრონტის ხაზი გავლებულია და დარწმუნებული ვარ, ის მომავლის გამარჯვებით დასრულდება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს