შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის სენატის დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის სენატის ევროპულ საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ჟან ფრანსუა რაპინი ხელმძღვანელობდა.

საქართველოს პარლამენტის ცნობით, შალვა პაპუაშვილმა დადებითად შეაფასა ორ ქვეყანას შორის არსებული საპარლამენტო ურთიერთობები, მათ შორის, კომიტეტებისა და მეგობრობის ჯგუფებს შორის კავშირები. მან, ასევე, ყურადღება გაამახვილა გასულ წელს საფრანგეთში განხორციელებულ მის ნაყოფიერ ვიზიტზე.

„შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. შალვა პაპუაშვილმა, ასევე, მიმოიხილა რეგიონში მიმდინარე მოვლენები და აღნიშნა, რომ რთული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, საქართველო წარმატებით ვითარდება, რაზეც საერთაშორისო რეიტინგებიც მეტყველებს.

ჟან ფრანსუა რაპინმა დაადასტურა საქართველოს ევროპული მომავლისადმი საფრანგეთის მხარდაჭერა.

შეხვედრაში, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, საფრანგეთთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა დავით სონღულაშვილმა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა“,- აღნიშნულია პარლამენტის მიერ ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ახლა რაც ხდება არის ბრძოლა მომავალსა და წარსულს შორის, ფრონტის ხაზი გავლებულია და დარწმუნებული ვარ, ის მომავლის გამარჯვებით დასრულდება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს