ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს

ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„მეგობრებო, დღეს ქვეყანაში ისევ მძაფრი პოლიტიკური დაპირისპირებაა, საზოგადოება აშკარად ხელოვნურად არის დაყოფილი და მრჩება შთაბეჭდილება, თითქოს, ჩვენი ეროვნული მეხსიერებიდან გაქრა ან გამიზნულად გააქრეს უახლესი და მძიმე ისტორიული გამოცდილება. სხვაგვარად ვერ აიხსნება პარადოქსული ვითარება, როდესაც გამალებით ვებრძვით ერთმანეთს საკითხზე, რომლის ირგვლივაც სრული საზოგადოებრივი შეთანხმებაა, ჩვენი მომავალი, ისტორიული არჩევანი და საბოლოო, გარდაუვალი ნავთსაყუდელი არის ევროპა, რადგან ევროპული, ქრისტიანული, დემოკრატიული ფასეულობები და ღირებულებები, მათ შორის, ხალხისადმი ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა და პასუხისმგებლობა, ჩვენი იდენტობის და სულისკვეთების განუყოფელი, ორგანული ნაწილია. სწორედ ამიტომ, როგორც საქართველოს მოქალაქე და ბიზნესმენი, თავს ვალდებულად ვთვლი, მკაფიოდ და არაორაზროვნად გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება მიმდინარე მოვლენებისადმი. გულწრფელად ვამბობ, არც ერთი წუთით ეჭვი არ მეპარება, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, რომლის ძალისხმევით, თანმიმდევრული, ბრძნული და წინდახედული პოლიტიკით ქვეყანამ მიაღწია ევროინტეგრაციის უპრეცედენტო შედეგებს, ეკონომიკურ ზრდას, სტაბილურობას, მშვიდობას და განვითარებას, კვლავაც სრულად ერთგულია ევროპასთან დაახლოების იმ კურსის, რომლის ხორცშესხმას წარმატებით ემსახურებოდა საკუთარი მმართველობის ყოველ ეტაპზე. გამჭვირვალეა მთავრობა, გამჭვირვალეა ბიზნესი და უდავოა, რომ გამჭვირვალე უნდა იყოს ყველა სხვა სუბიექტი. მშვიდობა და კეთილდღეობა მინდა ვუსურვო თითოეულ ჩვენს მოქალაქეს ერთიან და ძლიერ საქართველოში“, - აცხადებს სულხან პაპაშვილი.

(R)

გია ხუხაშვილი - ახლა რაც ხდება არის ბრძოლა მომავალსა და წარსულს შორის, ფრონტის ხაზი გავლებულია და დარწმუნებული ვარ, ის მომავლის გამარჯვებით დასრულდება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს