“ვაკის პარკში” “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის გასაპროტესტებლად აქტივისტები იკრიბებიან

“ვაკის პარკში” სამოქალაქო აქტივისტები იკრიბებიან, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს გააპროტესტებენ.

როგორც “ ინტერპრესნიუსს” ერთ-ერთმა სამოქალაქო აქტივისტმა, ნატა ფერაძემ განუცხადა, “ვაკის პარკში” შეკრებილი საზოგადოება არ აპირებს წავიდეს რუსთაველის გამზირზე, “ქართული ოცნება” შეკრებას მართავს.

“ეს არის რუსული კანონის წინააღმდეგ აქციების ციკლიდან ერთ-ერთი დღე. ვიკრიბებით, დღეს არ არის დიდი აქცია. ვისაუბრებთ და დღეს დავაანონსებთ უკვე წინააღმდეგობრივ მოძრაობას და გაფიცვას, გაფიცვებზე ვიწყებთ მუშაობას და ამისთვის გვჭირდება ხალხის მაქსიმალური ჩართულობა. 19:00 საათისთვის ველოდებით ხალხის მაქსიმალურ რაოდენობას და შემდეგ ვნახოთ ქმედება, იქიდან გამომდინარე, რამდენი მოვა. რუსთაველის გამზირზე არ წავალთ, კონფრონტაციაზე ცალსახად არ წავალთ და ვაკის პარკში იმიტომ გავაკეთეთ აქცია, რომ იქ შეხლა-შემოხლა და პროვოკაციები არ ყოფილიყო.თუ რამეს გავაკეთებთ, მათგან სრულიად დამოუკიდებელს გავაკეთებთ”, - განაცხადა ნატა ფერაძემ.

გია ხუხაშვილი - ახლა რაც ხდება არის ბრძოლა მომავალსა და წარსულს შორის, ფრონტის ხაზი გავლებულია და დარწმუნებული ვარ, ის მომავლის გამარჯვებით დასრულდება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს