გურამ იმნაძე „ქართულ ოცნებას“ - უნდა თქვათ, რომელ დონორ ორგანიზაციასთან შეთანხმების პირობით გაიწვიეთ კანონი გასულ წელს - თქვენ კანონპროექტის გაწვევა ხალხმა  გაიძულათ, რადგან ეს არის არაეროვნული პროექტი

უნდა თქვათ, რომელ დონორ ორგანიზაციასთან შეთანხმების პირობით გაიწვიეთ კანონი გასულ წელს! - თქვენ კანონპროექტის გაწვევა ხალხმა გაიძულათ, რადგან ეს არის არაეროვნული პროექტი და ქვეყნის განვითარების პრინციპებს ეწინააღმდეგება! - ასე მიმართა “ქართულ ოცნებას“ “სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტმა გურამ იმნაძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იმნაძემ “ტყუილი“ უწოდა უმრავლესობის წევრების განცხადებებს, რომლის მიხედვით, სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობის საკითხზე დონორის მხრიდან არსებობდა პირობა.

“თქვენ ეს კანონპროექტი გასულ წელს დონორთან შეთანხმების გამო კი არ გაიწვიეთ, გაიწვიეთ იმის გამო, რომ ხალხმა გაიძულათ - ნუ იტყუებით და ნუ შეგყავთ საზოგადოება შეცდომაში“, - განაცხადა იმნაძემ “ქართული ოცნების“ წევრების მისამართით.

პასუხად იმნაძეს კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა მიმართა და უთხრამ, რომ ის არის ჩამოყალიბებული პოლიტიკოსი და პარტიული მიზნმებისთვის მოქმედებს.

“თქვენ ხართ ჩამოყალიბებული პოლიტიკური აქტივისტი!“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით - მუხლობრივად განხილვა მიმდინარეობს.

ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ უკვე მეორედ ინიცირებული კანონპროექტი “გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა - 20%-ზე მეტი - უცხოეთიდან არის მიღებული.

პროექტის მიხედვით, ყველა, ვინც “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს.

გია ხუხაშვილი - ახლა რაც ხდება არის ბრძოლა მომავალსა და წარსულს შორის, ფრონტის ხაზი გავლებულია და დარწმუნებული ვარ, ის მომავლის გამარჯვებით დასრულდება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს