გრიგოლ გეგელია - ჩვენ მაღალი პასუხისმგებლობის განცდა გვაქვს, განსხვავებით "ქართული ოცნებისგან", რომელიც ლავროვისა და პესკოვის სამსახურშია - ვერიდებით იმ პერიმეტრზე ყოფნას, სადაც "ქართული ოცნების" მხარდამჭერი საზოგადოებაა

ჩვენ მაღალი პასუხისმგებლობის განცდა გვაქვს, განსხვავებით "ქართული ოცნებისგან", რომელიც ლავროვისა და პესკოვის სამსახურშია და მზად არიან, ქართველი ხალხი ერთმანეთს დააპირისპირონ - ჩვენ ვერიდებით იმ პერიმეტრზე ყოფნას, სადაც "ქართული ოცნების" მხარდამჭერი საზოგადოებაა , - ამის შესახებ პარტია "ლელოს” წევრმა გრიგოლ გეგელიამ "ვაკის პარკში" "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი შეფასებით, "ქართული ოცნება" რუსეთის სამსახურშია და ქართული საზოგადოების დაპირისპირებას ცდილობს.

"ვინაიდან, ჩვენ მაღალი პასუხისმგებლობის განცდა გვაქვს, განსხვავებით "ქართული ოცნებისგან", რომელიც ლავროვისა და პესკოვის სამსახურშია და მზად არიან ქართველი ხალხი ერთმანეთს დააპირისპირონ, ჩვენ ვერიდებით იმ პერიმეტრზე ყოფნას [რუსთაველის გამზირი], სადაც "ქართული ოცნების" მხარდამჭერი საზოგადოებაა და გადავწყვიტეთ, ალტერნატიულ სივრცეში შევკრებილიყავით და კიდევ ერთხელ გამოგვეთქვა აზრი, რომ რუსეთის მსახური ხელისუფლება უნდა დასრულდეს. მე ვფიქრობ, რომ განსხვავებით "ქართული ოცნებისგან", რომელსაც არავითარი პასუხისმგებლობა არ გააჩნია, ჩვენ სწორად ვიქცევით. "ქართული ოცნებისგან" არაფერია გამორიცხული, მათ არ გააჩნიათ არავითარი ნამუსი და სინდისი, ჩვენ აქ ვართ მშვიდობიანად - კარგი ადამიანები. ძალიან სამწუხაროა იქ რაც [რუსთაველის გამზირზე] ხდება, ადამიანებს არ ესმით, რატომ არიან თბილისში და გაურკვევლობაში არიან. მათ მოვუწოდებ 26 ოქტომბერს გააკეთონ სწორი არჩევანი, რომ ვეღარასდროს ვეღარ შეძლოს ვერავინ ცხვრის ფარასავით რუსთაველზე მათი ჩამოყვანა", - განაცხადა გეგელიამ.

ცნობისთვის, "ვაკის პარკში" "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს.

გია ხუხაშვილი - ახლა რაც ხდება არის ბრძოლა მომავალსა და წარსულს შორის, ფრონტის ხაზი გავლებულია და დარწმუნებული ვარ, ის მომავლის გამარჯვებით დასრულდება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს