„ჰამასს“ ორმოცდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შესთავაზეს

„ჰამასს“ ორმოცდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შესთავაზეს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კამერონმა განაცხადა.

„ეს ძალიან დიდსულოვანი შეთავაზება ორმოცი დღით ცეცხლის შეწყვეტას და მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ათასობით პალესტინელი პატიმრის გათავისუფლებას ითვალისწინებს“, - განაცხადა დევიდ კამერონმა.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ შეთანხმება საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას გამოიწვევს, რისი მიღწევაც ყველას ძალიან სურს.

„ვიმედოვნებ, რომ „ჰამასი“ ამ შეთანხმებას მიიღებს და გულწრფელად რომ ვთქვათ, მსოფლიოს მზერა მათკენ უნდა იყოს მიპყრობილი და მთელი ზეწოლა მათზე უნდა იყოს, მოწოდებით: მიიღეთ ეს შეთანხმება!“, - აღნიშნა დევიდ კამერონმა.

გია ხუხაშვილი - ახლა რაც ხდება არის ბრძოლა მომავალსა და წარსულს შორის, ფრონტის ხაზი გავლებულია და დარწმუნებული ვარ, ის მომავლის გამარჯვებით დასრულდება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს