წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა

წინანდლის ისტორიულ მამულში, საგაზაფხულო სეზონი გრაფიკოსის, ფერმწერის, თეატრის მხატვრის კირილ ზდანევიჩის გამოფენით გაიხსნა. ღონისძიებაზე, სამხატვრო აკადემიასა და სილქ როუდ ჯგუფს შორის, ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების ერთობლივ გამართვასა და ხელოვნების პოპულარიზაციას ითვალისწინებს.

„ძალიან ბედნიერი ვარ დღეს, რომ ვიმყოფებით ამ ისტორიულ მამულში და ხელს ვაწერთ თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ახალგაზრდების ხელშეწყობას ემსახურება. აქ ერთმანეთს ხვდება ისტორია და მომავალი. მე მჯერა, რომ ეს არის შესანიშნავი დასაწყისი უამრავი იდეის განსახორციელებლად, რომელიც ახალგაზრდებიდან მოდის და სიმბოლურია, რომ ეს თანამშრომლობა ამ მუზეუმში იწყება კირილ ზდანევიჩის არაჩვეულებრივი გამოფენის გახსნით.“ - ყარამან ქუთათელაძე - სამხატვრო აკადემიის რექტორი - კირილ ზდანევიჩის შთამომავალი.

კირილ ზდანევიჩის გამოფენას ორი თვის განმავლობაში უმასპინძლებს ისტორიული მამული, რომელიც სილქ როუდ ჯგუფის ხელშეწყობით, საერთაშორისო მნიშვნელობის განათლებისა და ხელოვნების ცენტრის ფუნქციას ინარჩუნებს. გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები გივი ფარასტაშვილის კერძო კოლექციის ნაწილია.

„სამხატვრო აკადემიასთან თანამშრომლობა, კიდევ ერთ მნიშვნელოვან ასპექტს შემატებს წინანდლის კომპლექსის საქმიანობას. მაშინ როდესაც კირილ ზდანევიჩის ნამუშევრები წინანდალშია წარმოდგენილი, ვენეციის მესამოცე საიუბილეო ბიენალეზე ილია ზდანევიჩის შემოქმედებას დაეთმობა ქართული პავილიონი. ეს ჩვენი თანამშრომლობის სასიამოვნო და სიმბოლური დასაწყისია“ - გიორგი რამიშვილი- სილქ როუდ ჯგუფისა და სილქნეტის დამფუძნებელი.

კირილ და ილია ზდანევიჩები მეოცე საუკუნის ქართული მხატვრობის უმნიშვნელოვანესი ფიგურები იყვნენ. მათ დიდი წვლილი მიუძღვით ნიკო ფიროსმანის აღმოჩენის და პოპულარიზაციის საქმეში. ძმებმა შეუწყვეს ხელი საქართველოში მოდერნისტული მიმართულების დამკვიდრებას და მე-20 საუკუნის ხელოვნების განვითარებას.

წინანდლის მამულში გამოფენების სერია სილქნეტის თანადგომით გრძელდება. კომპანია არაერთი კულტურული ღონისძიების მხარდამჭერია. მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი, რომელსაც ისტორიულ მამულში სილქნეტი წელს უკვე მეექვსედ წარადგენს.

(R)

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია