ილია დარჩიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროს მრჩეველს კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში ლუის ბონოს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის უფროს მრჩეველთან კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში ლუის ბონოსთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილ რთულ ვითარებაზე. განხილულ იქნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობის დინამიკა და ამ კონტექსტში აღინიშნა აშშ-ს და პირადად ლუის ბონოს პოზიტიური ჩართულობა პროცესში.

„შეხვედრაზე ხაზი გაესვა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ევროკავშირის მედიაციით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რუსეთის მიერ შესრულების აუცილებლობას.

ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა ლუის ბონოს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის და იმ მნიშვნელოვანი ძალისხმევისთვის, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც სტრატეგიული პარტნიორი, იჩენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თვალსაზრისით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს