გიორგი მარგველაშვილი - „ქართული ოცნება“ მიიღებს თუ არა კანონს, მიიღებს პასუხს, პასუხი მათი მოშორება იქნება -  რუსული ძალის მოშორება

არ მგონია, რომ „ქართული ოცნება“ კანონს გაიწვევს, მაგრამ მიიღებს თუ არა კანონს, მიიღებს პასუხს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, ზემოაღნიშნული პასუხი „რუსული ძალის მოშორება“ იქნება.

„მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი ძალიან ბუნებრივად ვითარდება. ამ პროცესის უკან ის დგას, რაც ჩვენში მთელმა ქართულმა ისტორიამ ჩადო. ჩვენ თავისუფლებისმოყვარე ერი ვართ და ერი, რომელიც თავის თავს არა მონობაში, არამედ თავისუფლებაში ხედავს. ეს თავისუფლება ევროპაშია. ჩვენ რუსულ მონობას ვერ მივიღებთ. ეს ყოველ წუთას ვითარდება იმ პოლიტიკურ პროცესში, რომელსაც მე ვხედავ.

არ მგონია, რომ „ქართული ოცნება“ კანონს გაიწვევს, მგონია, რომ მიიღებს, მაგრამ მიიღებს თუ არა კანონს, მიიღებს პასუხს. პასუხი მათი მოშორება იქნება - რუსული ძალის მოშორება საქართველოს სუვერენიტეტის გზიდან“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს