ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოს უნივერსიტეტების ბავშვის უფლებების ცენტრების წარმომადგენლებს უმასპინძლა და ხელი მოეწერა ბავშვის უფლებების აკადემიური ქსელის დეკლარაციას

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოს უნივერსიტეტების ბავშვის უფლებების ცენტრების წარმომადგენლებს უმასპინძლა და ხელი მოეწერა ბავშვის უფლებების აკადემიური ქსელის დეკლარაციას.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, ორდღიანი შეხვედრა ბსუ-ს ბავშვთა უფლებების ცენტრში გაიმართა და ითვალისწინებდა ცენტრების მდგრადი ზრდის ხედვის, პრიორიტეტული სფეროების და სტრატეგიის განსაზღვრას, ძლიერი და სუსტი მხარეების, შესაძლებლობებისა და საფრთხეების იდენტიფიცირებასა და თითოეული ცენტრისთვის მორგებული სამუშაო გეგმების შემუშავებას.

„შეხვედრის მონაწილეებს მიესალმნენ და ნაყოფიერი სამუშაო შეხვედრა უსურვეს UNICEF წარმომადგენელმა საქართველოში იესპერ მოლერმა, ბსუ-ს რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ანზორ ბერიძემ, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლელა თურმანიძემ.

შეხვედრის მეორე დღე დაეთმო ბავშვის უფლებების ცენტრების სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების განვითარებას და ბავშვის უფლებების აკადემიური ქსელის დაფუძნებას. საქართველოს უნივერსიტეტების ბავშვთა უფლებათა ცენტრების ქსელის შეხვედრის მონაწილეებმა და ბავშვის უფლებების ადვოკატებმა ხელი მოაწერეს ბავშვის უფლებების აკადემიური ქსელის ჩამოყალიბების დეკლარაციას.

აკადემიური ქსელი ითვალისწინებს, შექმნას ხელსაყრელი გარემო აკადემიური ძიების, კვლევისა და ადვოკატირებისათვის, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვის უფლებების რეალიზაციის გაძლიერებას. წევრები ქსელს გამოიყენებენ როგორც პლატფორმას ბავშვის უფლებების ხელშეწყობისა და დაცვის კუთხით იდეების, პრაქტიკის, მოსაზრებების, გამოცდილებისა და რესურსების გასაცვლელად. გაერთიანება ასევე ხელს შეუწყობს სხვა ქვეყნების აკადამიურ ქსელებთან პარტნორობას ბავშვის უფლებების ცოდნის, სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, ადვოკატირების პრინციპებისა და პრაქტიკის გასაზიარებლად.

ასევე მჭიდროდ ითანამშრომლებენ საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდთან, როგორც ბავშვის უფლებების ხელშეწყობისა და დაცვის საქმეში გლობალურ ლიდერთან გაერთაინებული ერების სააგენტოებს შორის.

შეხვედრა საფრანგეთის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა და მიზნად ისახავდა ბავშვთა უფლებების ცენტრების განვითარებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ახლა რაც ხდება არის ბრძოლა მომავალსა და წარსულს შორის, ფრონტის ხაზი გავლებულია და დარწმუნებული ვარ, ის მომავლის გამარჯვებით დასრულდება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს