2 მაისს ქუთაისში „ქუთაისქალაქობა" აღინიშნება

2 მაისს, ქუთაისში, „ქუთაისქალაქობა" აღინიშნება. ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ქალაქის დღის აღსანიშნავად მრავალფეროვან, საინტერესო პროგრამას სთავაზობს ქუთაისელებსა და ქალაქის სტუმრებს.

ტრადიციულად, 2 მაისს, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე ქალაქს ბაგრატის ტაძარში დალოცავს.

„„ქუთაისქალაქობა 2024"-ის ძირითადი ღონისძიებები ასსაფეხურიან კიბესთან გაიმართება: ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის, ხელნაკეთი ნივთების და ყვავილების გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო-გასართობი აქტივობები, სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა პლენერი, მსახიობთა დასი (პანტომიმა, თემატური კოსტიუმები, ოჩოფეხები), პერფორმანსები.

ა(ა)იპ „ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების" მოსწავლეები და პედაგოგები კონცერტს გამართავენ.

ქუთაისის ნ. ბერძენიშვილის სახელობის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში გაიხსნება გამოფენა, თემაზე: „ქუთაისის ფოლიანტები X – XVII საუკუნე".

თეთრი ხიდის მიმდებარედ მოეწყობა თემატური გამოფენები, მდინარე რიონზე კი ჯომარდობის საჩვენებელი დაშვება.

ი.გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი ორ წარმოდგენას გამართავს პატარა მაყურებლებისთვის.

ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება ქუთაისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია და კლასიკური მუსიკის კონცერტი- ნინო სურგულაძის, სერხიო ესკობარ-პერესის, მარიკა მაჩიტიძის, ქუთაისის იოსებ კეჭაყმაძის სახელობის კამერული კამერული გუნდისა და მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სიმფონიური ორკესტრის მონაწილეობით.

„ორმაისობის" აღნიშვნა გალა-კონცერტით დასრულდება”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ახლა რაც ხდება არის ბრძოლა მომავალსა და წარსულს შორის, ფრონტის ხაზი გავლებულია და დარწმუნებული ვარ, ის მომავლის გამარჯვებით დასრულდება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს