მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა „ახალგაზრდული საბჭოს“ წევრების შესარჩევად კონკურსს აცხადებს

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა კონკურსს აცხადებს „ახალგაზრდული საბჭოს“ წევრების შესარჩევად.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ბაზაზე, ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით, ფუნქციონირებს „ახალგაზრდული საბჭო“, რომელიც მონაწილეობას იღებს ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

„ახალგაზრდული საბჭო“ ირჩევა 2 წლის ვადით და დაკომპლექტდება 16-დან 29 წლის ჩათვლით, მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები, არანაკლებ 18 ახალგაზრდისგან.

საბჭოს ძირითად ფუნქციებს ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავება, მონიტორინგი და შეფასება, მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა, ახალგაზრდების ინფორმირება დაგეგმილი ღონისძიებებისა და აქტივობების შესახებ, სოციალური, ეკოლოგიური მდგომარეობის და ადამიანის უფლებების მიმართულებით ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 27 მაისი.

სარეგისტრაციო ბმული.

გია ხუხაშვილი - ახლა რაც ხდება არის ბრძოლა მომავალსა და წარსულს შორის, ფრონტის ხაზი გავლებულია და დარწმუნებული ვარ, ის მომავლის გამარჯვებით დასრულდება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს