„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გასაპროტესტებლად პარლამენტთან დაგეგმილ აქციას ზუგდიდიდან და წალენჯიხიდან წამოსული მოქალაქეებიც შეუერთდებიან

ზუგდიდიდან, თბილისში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”კანონის საწინააღმდეგო აქციაზე და წუხელ განვითარებული მოვლენების გასაპროტესტებლად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები გაემგზავრნენ.

მათი განცხადებით, საქართველოში რუსეთისკენ სვლა არასოდეს მოხდება.

„გუშინ აქციაზე დაზარალებულთა სოლიდარობის გამოსახატად და ასევე, იმის სათქმელად, რაც არაერთხელ უკვე ითქვა ზუგდიდიდან, ახლა უკვე თბილისიდან ვიტყვით „არა რუსულ კანონს“ და საქართველოში არასოდეს არ მოხდება რუსეთისკენ სვლა. ჩვენ „ფეისბუკზე“ დავპოსტეთ, რომ გვსურდა წავსულიყავით თბილისში და ვნახეთ სოლიდარობის მაგალითი, როდესაც სრულიად უცხო ადამიანები გვწერდნენ და ტრანსპორტირებისთვის გვირიცხავდნენ თანხას. რამდენიმე სამარშრუტო ტაქსი უკვე გაემგზავრა და ახლა ის ადამიანები, ვინც ორგანიზებას ვუწევდით აქციებს ზუგდიდში შევუერთდებით საღამოს თბილისში დაგეგმილ აქციას“, - განაცხადა აქტივისტმა ცაბუნია ვართაგავამ.

თბილისში, საკანონმდებლო ორგანოსთან დაგეგმილ აქციას წალენჯიხიდანაც შეუერთდებიან.

წალენჯიხის მერის გიორგი ხარჩილავას ინფორმაციით, წალენჯიხიდან მოქალაქეების ნაწილი თბილისში უკვე გაემგზავრა.

„საქართველოს ხელისუფლებამ იძალადა საკუთარ მოსახლეობაზე, ახალგაზრდობაზე. უღალატა საქართველოს მომავალს და მოვუწოდებ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვისთვისაც ძვირფასია საკუთარი სამშობლო და ღირსეული ცხოვრება ამ ქვეყანაში, დედაქალაქი დგას, დედაქალაქი იბრძვის, დედაქალაქი არ ნებდება და ახლა, ყოველი ჩვენგანის ვალია, რეგიონების ვალია, შევეშველოთ, ჩავანაცვლოთ, შევავსოთ მათი რიგები და ივანიშვილის ის ოცნება, რომ ჩვენ შემოდგომამდე ძალა გამოგველევა, შემოვუბრუნოთ უკან, თვითონ მოვქანცოთ და თვითონ წავიყვანოთ დათმობაზე - გაიწვიოს რუსული კანონი“, - განაცხადა გიორგი ხარჩილავამ.

გია ხუხაშვილი - ახლა რაც ხდება არის ბრძოლა მომავალსა და წარსულს შორის, ფრონტის ხაზი გავლებულია და დარწმუნებული ვარ, ის მომავლის გამარჯვებით დასრულდება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს