მამუკა ხაზარაძე - ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო საქართველოში რუსული დიქტატურის გაფორმება - მას ეს არ გაუვა, ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ ასპარეზს არ დატოვებს

ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო რუსული დიქტატურის გაფორმება საქართველოში - მას ეს არ გაუვა, ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ ასპარეზს არ დატოვებს, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენას ეხმაურება.

მისივე თქმით, ქმედება, რასაც „ქართული ოცნება“ ჩადის, ქვეყნის ღალატია.

„დღეს „ქართულმა ოცნებამ“, 83-მა დეპუტატმა მეორე მოსმენით, პრაქტიკულად, დოკუმენტურად გადააბარა საქართველო რუსეთს. ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო რუსული დიქტატურის გაფორმება საქართველოში. მას ეს არ გაუვა, ისევე როგორც არ გაუვიდა თავის დროზე როდიონოვს და სხვა დამპყრობლებს. დღევანდელი ქმედება, რასაც „ქართული ოცნება“ სჩადის, ეს არის ქვეყნის ღალატი. ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ ასპარეზს არ დატოვებს“, - წერს ხაზარაძე.

გია ხუხაშვილი - ახლა რაც ხდება არის ბრძოლა მომავალსა და წარსულს შორის, ფრონტის ხაზი გავლებულია და დარწმუნებული ვარ, ის მომავლის გამარჯვებით დასრულდება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს