ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - იმედგაცრუებით ვნახეთ, რომ საქართველომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო - ეს კანონი ევროკავშირისკენ გზა არ არის

იმედგაცრუებით ვნახეთ, რომ საქართველომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. ეს კანონი ევროკავშირისკენ გზა არ არის - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს ესტონეთი ევროკავშირში მე-20 წლისთავს აღნიშნავს და დიდი იმედგაცრუებით ვნახეთ, რომ საქართველომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე" კანონპროექტი მიიღო მეორე მოსმენით მოწოდებების მიუხედავად, რომ არ ექნა ეს. მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა და ეს კანონი არ არის ევროკავშირისკენ გზა", - წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა.

გია ხუხაშვილი - ახლა რაც ხდება არის ბრძოლა მომავალსა და წარსულს შორის, ფრონტის ხაზი გავლებულია და დარწმუნებული ვარ, ის მომავლის გამარჯვებით დასრულდება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს