ბათუმში აქცია - “არა რუსულ კანონს” დასრულდა

“არა რუსულ კანონს” - ამ მოწოდებით ბათუმში ევროპის მოედანზე საპროტესტო აქცია დასრულდა.

ბათუმელმა სტუდენტებმა აქცია-მსვლელობა ბათუმის ქუჩებში გამართეს.

მანამდე ბათუმის უნივერსიტეტთან სიმბოლურად შეიკრიბნენ და თბილისში მიმდინარე პროცესები შეაფასეს. სტუდენტები სოლიდარობას უცხადებენ, დედაქალაქში აქციის მონაწილეებს და აცხადებენ, რომ ხვალ ბათუმიდან სტუდენტები თბილისისკენ გაემართებიან, რათა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით საპროტესტო აქციებში მიიღონ მონაწილეობა.

ასევე, სტუდენტები აჭარის მთავრობის სახლთანაც მივიდნენ და “ქართულ ოცნებას” მიმართეს, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი უკან გაიწვიონ.

აქციის მონაწილე სტუდენტები ამბობენ, რომ პროტესტი ბათუმში არ შეწყდება და ხვალ საღამოს მოქალაქეები კვლავ შეიკრიბებიან.

გია ხუხაშვილი - ახლა რაც ხდება არის ბრძოლა მომავალსა და წარსულს შორის, ფრონტის ხაზი გავლებულია და დარწმუნებული ვარ, ის მომავლის გამარჯვებით დასრულდება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს