პრეზიდენტი - კანონი წმინდად რუსეთის მიერაა შთაგონებული და ამან გამოიწვია პროტესტი - ის ახალგაზრდების მიერ იმართება, რომელთაც არ სურთ რუსულ გავლენაში დაბრუნება, ისინი არავის არ მისცემენ პერსპექტივის მოპარვის საშუალებას

კანონი წმინდად რუსეთის მიერაა შთაგონებული და ამან გამოიწვია პროტესტები - ის ახალგაზრდების მიერ იმართება, რომელთაც არ სურთ რუსულ გავლენაში დაბრუნება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Sky News-თან განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, საქართველოს მოქალაქეები არავის არ მისცემენ ევროპული პერსპექტივის და რეალობის მოპარვის საშუალებას.

"[ძალადობა გამოყენებული იყო] ზოგიერთი ოპოზიციური ლიდერისა და ახალგაზრდობის წინააღმდეგ, მაგრამ ეს ის არ არის, რაც საქართველოს მოსახლეობას შეაჩერებს. ეს გრძელი ბრძოლაა, საქართველო აქამდე ბევრჯერ იმარჯვებდა რუსული დომინაციის წინააღმდეგ და რაც მნიშვნელოვანია, ამ კანონპროექტის ხელახლა შემოტანაში არის ის, რომ ეს კანონი წმინდად რუსეთის მიერაა შთაგონებული და ამან გამოიწვია პროტესტები. მნიშვნელოვანია, რომ ის [პროტესტი] ოპოზიციური პარტიების მიერ არ იმართება, არამედ სამოქალაქო საზოგადოების მიერ ტარდება. მოსახლეობის ახალგაზრდა ნაწილის მიერ, რომელსაც არ სურს რუსულ გავლენაში დაბრუნება. ვნახეთ, რომ კანდიდატის სტატუსი მოენიჭა საქართველოს დეკემბერში და პირობა დაიდო, რომ ევროკავშირში წევრობის შესახებ მოლაპარაკებები გაიხსნებოდა, სავარაუდოდ, წლის ბოლოს. ისინი ხედავენ, რომ ეს არის რეალობა, რომელიც შეიქმნა და არავის არ მისცემენ ამ პერსპექტივის, ამ რეალობის მოპარვის საშუალებას", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

გია ხუხაშვილი - ახლა რაც ხდება არის ბრძოლა მომავალსა და წარსულს შორის, ფრონტის ხაზი გავლებულია და დარწმუნებული ვარ, ის მომავლის გამარჯვებით დასრულდება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს