სალომე ზურაბიშვილი - მმართველი პარტია საქართველოს რუსეთთან დაახლოებას ცდილობს

მმართველი პარტია საქართველოს რუსეთთან დაახლოებას ცდილობს - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Sky News-თან განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, პრობლემა გაცილებით დიდია, ვიდრე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი და მთავარია ის, თუ რა მოხდება არჩევნებზე.

“კიდევ ერთხელ, პრობლემა, რომელიც სასწორზეა, გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ეს კანონპროექტი, რომელიც დაახლოებით ერთ, თვე ნახევარში იქნება მიღებული. ვეტოს დავადებ და კიდევ გადაიდება. მთავარი საკითხი ისაა, თუ რა მოხდება არჩევნებზე, რომელიც მომავალ ოქტომბერშია. ბევრი კანონპროექტია მიღებული, რომელიც აჩვენებს, რომ მმართველი პარტია საქართველოს რუსეთთან დაახლოებას ცდილობს. ეს არის ის, რასაც საქართველოს მოსახლეობა, მისი უდიდესი უმრავლესობა - 80% 30 წლის განმავლობაში ამბობდა, რომ არ სურს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

გია ხუხაშვილი - ახლა რაც ხდება არის ბრძოლა მომავალსა და წარსულს შორის, ფრონტის ხაზი გავლებულია და დარწმუნებული ვარ, ის მომავლის გამარჯვებით დასრულდება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს