ჭიჭინაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი კვლავ გამოიყენეს

ჩიტაძის ქუჩაზე მყოფი აქციის მონაწილეები ჭიჭინაძის ქუჩაზე გადავიდნენ. ჭიჭინაძის ქუჩაზე გადანაცვლების გადაწყვეტილება მომიტინგეებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც მათთვის ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის შესასვლელთან ნაგვის ურნებითა და სხვადასხვა ნივთებით მოწყობილი ბარიკადებიდან ერთი პირი პარლამენტის ეზოში გადავარდა.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ის ამ დრომდე უკან არ დაბრუნებულა, რამაც მათი გაღიზიანება გამოიწვია. მათ აღნიშნულ მხარეს არსებულ შესასვლელთანაც მიიტანეს ნაგვის ურნები და სხვადასხვა ნივთები. აქციის მონაწილეებმა ჩაამსხვრიეს პარლამენტის შენობის ფანჯარაც.

პარლამენტის შენობაში მყოფმა გდდ-ს თანამშრომლებმა აქციის მონაწილეების მისამართით გამოიყენეს წყლის ჭავლი.

გია ხუხაშვილი - ახლა რაც ხდება არის ბრძოლა მომავალსა და წარსულს შორის, ფრონტის ხაზი გავლებულია და დარწმუნებული ვარ, ის მომავლის გამარჯვებით დასრულდება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს