პარლამენტის მთელ პერიმეტრზე საპოლიციო ძალები განლაგდნენ

საქართველოს პარლამენტთან, კერძოდ, ჭიჭინაძის ქუჩაზე სიტუაცია დაიძაბა.

ვითარება ადგლზე მას შემდეგ შეიცვალა, რაც აქციის მონაწილეებმა ჭიჭინაძის ქუჩის მხრიდან პარლამენტის შენობის შუშები ჩაამსხვრიეს და შენობის შესასვლელებთან ნაგვის ურნები განალაგეს.

მათი მიმართულებით კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები წამოვიდნენ და აქციის მონაწილეებს აღნიშნული ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს.

ამ წუთებში ჭიჭინაძის ქუჩაზე მყოფი აქციის მონაწილეები პოლიციის წინააღმდეგობის შედეგად რუსთაველის გამზირის მხარეს ჩავიდნენ.

აქციის მონაწილეები პროტესტს აგრძელებენ. ისინი სკანდირებენ: „საქართველო, საქართველო“.

საპოლიციო ძალებია განლაგებული პარლამენტის წინ და რუსთაველის გამზირზეც. ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე.

პოლიცია მოუწოდებს მომიტინგეებს, რომ გადაინაცვლონ პარლამენტის მიმდებარედ და გაათავისუფლონ გზის სავალი ნაწილი.

გია ხუხაშვილი - ახლა რაც ხდება არის ბრძოლა მომავალსა და წარსულს შორის, ფრონტის ხაზი გავლებულია და დარწმუნებული ვარ, ის მომავლის გამარჯვებით დასრულდება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს