აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - რუსეთმა უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ აკრძალული ქიმიური იარაღი გამოიყენა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ რუსეთის ჯარებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ აკრძალული ქიმიური იარაღი, ქლორპიკრინი გამოიყენეს.

უწყებაში განმარტავენ, რომ რუსეთმა უკრაინის ჯარების წინააღმდეგ ქლორპიკრინი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, რაც ქიმიური იარაღის კონვენციას არღვევს.

„ასეთი ქიმიკატების გამოყენება არ არის იზოლირებული ინციდენტი და სავარაუდოდ, გამოწვეულია რუსეთის ძალების სურვილით, განდევნონ უკრაინული ძალები დაკავებული პოზიციებიდან და მიაღწიონ ტაქტიკურ უპირატესობებს ბრძოლის ველზე“, - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ამასთან დაკავშირებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ჯარებს, რუსეთის გამოყენებითი აკუსტიკის კვლევით ინსტიტუტს და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 48-ე ცენტრალურ კვლევით ინსტიტუტს, რომლებიც ქიმიურ იარაღს ავითარებენ. ასევე დაასანქცირეს ოთხი კომპანია, რომელიც რუსეთის ქიმიურ იარაღების პროგრამაში მონაწილეობს. შეგახსენებთ, გუშინ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სანქციები დაუწესდებათ 200-მდე ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას, რომლებიც დახმარებას უწევენ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს