რუსეთის თავდაცვის უწყება - უკრაინამ რუსეთის ტერიტორიას დრონებით შეუტია, 12 დრონი გავანადგურეთ

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამით ბრიანსკის, კურსკის, ბელგოროდის, როსტოვის ოლქებსა და კრასნოდარის მხარის ტერიტორიებზე 12 უკრაინული დრონი გაანადგურეს, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„გასული ღამის განმავლობაში აღიკვეთა კიევის რეჟიმის მორიგი მცდელობები, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმები თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე განთავსებული ობიექტების წინააღმდეგ. საჰაერო თავდაცვის მორიგე სისტემებმა 12 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, მათგან 5 ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე, ერთი კურსკის ოლქის ტერიტორიაზე, ერთი ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე, 2 როსტოვის ოლქის ტერიტორიაზე და 3 კრასნოდარის მხარის ტერიტორიაზე“, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს