ენტონი ბლინკენი - აშშ ისრაელის რაფაჰზე თავდასხმას, ჰუმანიტარული გეგმის არარსებობის შემთხვევაში, მხარს არ და ვერ დაუჭერს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ჯერ კიდევ არ უნახავს ღაზის სექტორის სამხრეთით მდებარე ქალაქ რაფაჰში დაგეგმილ შეტევასთან დაკავშირებით ისრაელის გეგმა, რომელიც მშვიდობიან მოსახლეობას დაიცავს და ასეთი გეგმის არარსებობის შემთხვევაში, ვაშინგტონი რაფაჰზე თავდასხმას მხარს არ დაუჭერს.

„ჩვენ ვერ, არ დავუჭერთ მხარს რაფაჰში დიდ სამხედრო ოპერაციას, ეფექტური გეგმის არარსებობის შემთხვევაში, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა არ დაზარალდეს, ჩვენ არ გვინახავს ასეთი გეგმა“, - განუცხადა ბლინკენმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ არსებობს უკეთესი გზები „ჰამასთან“ გასამკლავებლად.

„არსებობს სხვა გზები და ჩვენი აზრით, უკეთესი გზები, რომ გავუმკლავდეთ „ჰამასს“, მიმდინარე გამოწვევას, რაც არ საჭიროებს დიდ სამხედრო ოპერაციას რაფაჰში", - განაცხადა ბლინკენმა დასძინა, რომ ეს არის ისრაელის ოფიციალურ პირებთან მიმდინარე მოლაპარაკებების საგანი.

შეგახსენებთ, ენტონი ბლინკენი გუშინ, ისრაელში ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. მათი შეხვედრა იერუსალიმში ორსაათნახევრის განმავლობაში გაგრძელდა. შეხვედრის შემდეგ ისრაელმა გაიმეორა, რომ აშშ-ის პოზიციის და გაერო-ს გაფრთხილების მიუხედავად, რაფაჰის ოპერაცია განხორციელდება.

გია ხუხაშვილი - ახლა რაც ხდება არის ბრძოლა მომავალსა და წარსულს შორის, ფრონტის ხაზი გავლებულია და დარწმუნებული ვარ, ის მომავლის გამარჯვებით დასრულდება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს