Channel 12 - დემონსტრანტებმა „ჰამასთან“ მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევის მოთხოვნით თელ-ავივში გზატკეცილი გადაკეტეს

დემონსტრანტებმა „ჰამასთან“ მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევის მოთხოვნით თელ-ავივში გზატკეცილი გადაკეტეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის Channel 12 ავრცელებს.

დემონსტრანტებს, რომელთა რიგებში „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების ოჯახის წევრები არიან, დიდი ბანერი უჭირავთ წარწერით: „ან რაფაჰი, ან მძევლები - აირჩიე სიცოცხლე“.

„რაფაჰში შესვლა მძევლების სიცოცხლის დათმობას ნიშნავს. ექვსთვიანი დაპირებების შემდეგ, რომ მძევლების დაბრუნება მხოლოდ სამხედრო მოქმედებების შედეგად შეიძლებოდა, ჩვენ ყველას გვესმის, რომ მათი გადარჩენის ერთადერთ გზას შეთანხმების მიღწევა წარმოადგენს“, - ნათქვამია დემონსტრანტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გია ხუხაშვილი - ახლა რაც ხდება არის ბრძოლა მომავალსა და წარსულს შორის, ფრონტის ხაზი გავლებულია და დარწმუნებული ვარ, ის მომავლის გამარჯვებით დასრულდება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს