საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდნენ

აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე და დელეგაციის წევრები კონგრესმენებს გეიბ ამოს, მაიკ ლოულერს და უესლი ჰანტს შეხვდნენ.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრებზე ქართველმა დეპუტატებმა ისაუბრეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, საქართველოს სატრანზიტო როლზე და ევროპის უსაფრთხოებაში შუა დერეფნის მნიშვნელობაზე, საქართველოში დაგეგმილ სტრატეგიულ და ენერგეტიკულ პროექტებზე, აშშ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერების შესაძლებლობებზე მათ შორის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების აუცილებლობაზე.

„ყურადღება გამახვილდა უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე და მის გავლენაზე შავი ზღვის ქვეყნების უსაფრთხოებაზე.

ასევე, საუბარი შეეხო რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებას და არაღიარების პოლიტიკის განხორციელებაში აშშ-ს ჩართულობის მნიშვნელობას. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით, ვაშინგტონში, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით იმყოფება.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით ზილფიმიანი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, რამაზ ნიკოლაიშვილი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ახლა რაც ხდება არის ბრძოლა მომავალსა და წარსულს შორის, ფრონტის ხაზი გავლებულია და დარწმუნებული ვარ, ის მომავლის გამარჯვებით დასრულდება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს