ანდრეი კასიანოვი - ჩვენ ერთად უნდა ვუთხრათ „არა“ რუსულ კანონს, ერთად უნდა დავიბრუნოთ აგრესორი სახელმწიფოს მიერ დროებით ოკუპირებული საქართველოსა და უკრაინის სუვერენული ტერიტორიები!

ჩვენ ერთად უნდა ვუთხრათ „არა“ რუსულ კანონს, ერთად უნდა დავიბრუნოთ აგრესორი სახელმწიფოს მიერ დროებით ოკუპირებული საქართველოსა და უკრაინის სუვერენული ტერიტორიები! - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა ყოფილმა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა.

ის საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამაყობს მამაცი, ძმური და თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხით.

როგორც ანდრეი კასიანოვი აღნიშნავს, მთელი უკრაინა და უკრაინელი ხალხი გვერდში უდგას ქართველებს და მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს.

„თავისუფლებისთვის უნდა იბრძოლო! ყოველდღე და ყოველ წუთს ბრძოლაში უნდა მოვიპოვოთ ჩვენი დამოუკიდებლობა, თავისუფლება და საკუთარი მომავლის არჩევის უფლება! ვამაყობ მამაცი, ძმური და თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხით! ქედს ვიხრი ქართველი მოხალისეების და გმირების წინაშე, რომლებიც დღეს ჩვენთან გვერდიგვერდ არიან ფრონტის წინა ხაზზე და ეხმარებიან რუსეთის შემოტევის შეკავებაში. როგორც შარშან, მთელი უკრაინა და უკრაინელი ხალხი გვერდში უდგას თავის ქართველ ძმობილებს და დობილებს, მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს. ერთად ჩვენ უნდა გადავდგათ პრაქტიკული ნაბიჯები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის კონვერტაციისთვის ევროკავშირსა და ნატოში შესვლის მიზნით. მადლობა ღმერთს და ბედს, რომ მომეცა საშუალება წარმომედგინა უკრაინა პატარა, მაგრამ ამაყ, უძველესი ისტორიის მქონე ქვეყანაში - საქართველოში, რომელსაც სურს რუსეთისგან დამოუკიდებლად ცხოვრება და არ ეშინია ჩვენს საერთო მტერს - ფაშისტურ რუსეთს დაუპირისპირდეს. ძალა ყოველთვის ერთობაშია! ჩვენ ერთად უნდა ვუთხრათ „არა“ რუსულ კანონს, ერთად უნდა დავიბრუნოთ აგრესორი სახელმწიფოს მიერ დროებით ოკუპირებული საქართველოსა და უკრაინის სუვერენული ტერიტორიები! მენატრება საქართველო, მენატრება იმის გამოც, რომ დღეს ვერ ჩავეხუტები ყველას, 100 000-ზე მეტ ადამიანს, ვინც არ დაჩოქილა რუსული ოცნების წინაშე! ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!“ - წერს კასიანოვი „ფეისბუქზე“.

გია ხუხაშვილი - ახლა რაც ხდება არის ბრძოლა მომავალსა და წარსულს შორის, ფრონტის ხაზი გავლებულია და დარწმუნებული ვარ, ის მომავლის გამარჯვებით დასრულდება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს