განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამდივნოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში

სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, კახაბერ ერაძემ ევროპის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამდივნოს მოწვევით, ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებს შორის გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო, რომელიც დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლებისა და მისი ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებს ეხებოდა.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ცნობით, მსგავსი ღონისძიებები ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის სისტემატურად იმართება და მასში როგორც წესი, მხოლოდ წევრი ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

„აღნიშნულ ღონისძიებაზე წელს საქართველო პირველად მიწვეული იქნა და სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაცნობისა და გაზიარების მიზნით გამართულ ცხრა მომხსენებელს შორის ერთ-ერთი იყო.

მნიშვნელოვანია, რომ დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლებისა და მისი ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებში, ქართული გამოცდილება ორგანიზატორებმა სისტემური მიდგომის კარგ მაგალითად დაასახელეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ახლა რაც ხდება არის ბრძოლა მომავალსა და წარსულს შორის, ფრონტის ხაზი გავლებულია და დარწმუნებული ვარ, ის მომავლის გამარჯვებით დასრულდება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს