სომხეთში საზღვრის დელიმიტაციის წინააღმდეგ გამართული აქციის 30 მონაწილე დააკავეს

სომხეთში აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის წინააღმდეგ გამართული აქციის 30 მონაწილე დააკავეს, რომლებმაც ტავუშის პროვინციის სოფელ კირანცში გზა გადაკეტეს, - ინფორმაციას მედია პოლიციის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ - „ტავუში სამშობლოს სახელით“ განაცხადა, რომ დილით, კირანცის მცხოვრებლები, რომლებმაც გზა გადაკეტეს, „უხეში ძალის გამოყენებით“ ქალაქ იჯევანის პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს.

აქტივისტები აცხადებენ, რომ დაკავებულებს შორის არის ოპოზიციური ფრაქცია „სომხეთის“ პარლამენტის წევრი გარნიკ დანიელიანი. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ყველა დაკავებული გაათავისუფლეს.

აპრილის შუა რიცხვებში სომხეთისა და აზერბაიჯანის სპეციალური კომისიები ოთხ აზერბაიჯანულ და ოთხ სომხურ სოფელს შორის საზღვრის გავლებაზე შეთანხმდნენ, რომელთა შორისაა სოფელი კირანციც. ამ გზით ის უნდა მოერგოს სასაზღვრო ხაზს, რომელიც სსრკ-ს დაშლის დროს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის არსებობდა.

გადაწყვეტილებამ სომხეთში პროტესტი გამოიწვია და 20 აპრილიდან აქტივისტები სხვადასხვა მაგისტრალებს ბლოკავენ, მათ შორის, საქართველოსკენ მიმავალ გზას ტავუშის პროვინციაში. ისინი დელიმიტაცია პროცესის შეჩერებას ითხოვენ.

გია ხუხაშვილი - ახლა რაც ხდება არის ბრძოლა მომავალსა და წარსულს შორის, ფრონტის ხაზი გავლებულია და დარწმუნებული ვარ, ის მომავლის გამარჯვებით დასრულდება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს