არასამთავრობო ორგანიზაციები აზიის განვითარების ბანკს ერთობლივი განცხადებით მიმართავენ

არასამთავრობო ორგანიზაციები აზიის განვითარების ბანკს ერთობლივი განცხადებით მიმართავენ.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის დელეგატებს “პატივისცემით მოეკიდონ ქართული საზოგადოების ბრძოლას დამოუკიდებლად განსაზღვრონ ქვეყნის განვითარების ტრაექტორია და განაგრძონ სვლა დემოკრატიული, ინკლუზიური და მშვიდობიანი საქართველოსთვის”.

„ქალბატონ ასელ იუსუპბეკოვას, მდივანი, აზიის განვითარების ბანკი (ADB) ქალბატონ ლესლი ბერმან ლამს, დირექტორი, ADB საქართველოს მუდმივი მისია, ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტი ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის ყველა დელეგატს, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მივესალმებით აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის მონაწილეებს, რომლებსაც თბილისი მასპინძლობს 2024 წლის 2-5 მაისს. ჩვენ განსაკუთრებით მივესალმებით ჩვენს კოლეგებს და პარტნიორები რეგიონის სამოქალაქო საზოგადოების სექტორიდან, ვინც დაუღალავად იღვწის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის. გვინდა მოვუწოდოთ კლიმატის ცვლილების, ხელოვნური ინტელექტისა და მწვანე ეკონომიკის საკითხების განსახილველად შეხვედრის დელეგატებს, ჩვეული პატივისცემით მოეკიდონ ქართული საზოგადოების ბრძოლას დამოუკიდებლად განსაზღვრონ ქვეყნის განვითარების ტრაექტორია და განაგრძონ სვლა დემოკრატიული, ინკლუზიური და მშვიდობიანი საქართველოსთვის.

როგორც დღეს ქუჩებში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქე, ჩვენც ვამაყობთ ჩვენი ისტორიით, კულტურით და სტუმართმოყვარეობით და გვინდა ეს ყოველივე გაგიზიაროთ თქვენ. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პატივცემულმა სტუმრებმა დაადასტურონ ADB-ის წევრი მთავრობების მიერ ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვისა და ხელშეწყობის მნიშვნელობა, როგორც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ამ საკითხებზე საუბრით, ასევე საჯარო საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობისგან თავის შეკავებით, და, რაც მთავარია, მკაფიო პოზიციის დაფიქსირებით გამოხატვის თავისუფლებისა და მთავრობის ანგარიშვალდებულების მნიშვნელობაზე”, - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, ევროპის ფონდი, საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), თბილისი პრაიდი, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), GFSIS - რონდელის ფონდი, საქართველოს ევროპული ორბიტა, მთავრობის მონიტორინგის ცენტრი (GMC), დემოკრატიული კვლევის ინსტიტუტი (DRI), ქალთა ინიციატივების მხარდაჭერის ჯგუფი, ილიას იურიდიული სახლი (Iliasi), სამოქალაქო საზოგადოების ფონდი, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი GCRT, სამოქალაქო იდეა, დემოკრატიის ვირტუალური აკადემია, ნაბიჯი განვითარებისთვის, ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი JRC, საქართველოს რეგიონულ გამომცემელთა ალიანსი GARB, კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის CIL, გორის სათემო რადიო მოზაიკა, კოალიციური მოძრაობა ცვლილებებისათვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა ეროვნული ქსელი (NNWWD), ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ (FAD), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

გია ხუხაშვილი - ახლა რაც ხდება არის ბრძოლა მომავალსა და წარსულს შორის, ფრონტის ხაზი გავლებულია და დარწმუნებული ვარ, ის მომავლის გამარჯვებით დასრულდება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს