მგზავრთა საინფორმაციო ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციის ძველი ვერსია 31 მაისიდან გაითიშება

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განახლებული საინფორმაციო ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციის მუშაობის სატესტო რეჟიმი, რომელიც 25 მარტიდან ამოქმედდა, დასრულებულია.

დედაქალაქის მერიის ცნობით, მობილური აპლიკაციის აქტიურ მომხმარებელთა უმრავლესობა, ორივე პლატფორმაზე, განახლებულ აპლიკაციას იყენებს, თუმცა მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი კვლავ ძველი სერვერების მომხმარებელია.

„მიმდინარე წლის 31 მაისიდან ძველი სერვერები გაითიშება და აპლიკაციების მანამდე არსებული ვერსიები ფუნქციონირებას შეწყვეტს. ამიტომ, მოქალაქეებს მოვუწოდებთ, ისარგებლონ აპლიკაციის განახლებული ვერსიით, რომლის გადმოწერასაც შეძლებენ, როგორც iOS-ის, ისე Android-ის მომხმარებლები.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ვებგვერდი - ttc.com.ge გაუმჯობესებულ მომსახურებასთან ერთად, ახალი ფუნქციონალითა და დიზაინითაა წარმოდგენილი. აღნიშნული აპლიკაცია, მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მობილური ტელეფონიდან გამოიყენოს ყველა ის სერვისი, რომელსაც კომპანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრებს სთავაზობს.

განახლებული საინფორმაციო ვებგვერდითა და აპლიკაციით უკვე შესაძლებელია მგზავრობის დაგეგმვა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეალურ დროში გადაადგილების გადამოწმება. აპლიკაციის ახალი ვერსია მგზავრებს ასევე, სთავაზობს მარშრუტების სხვადასხვა ალტერნატივას, რომელიც ავტობუსების რეალური ადგილმდებარეობის გათვალისწინებითაა შედგენილი“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ახლა რაც ხდება არის ბრძოლა მომავალსა და წარსულს შორის, ფრონტის ხაზი გავლებულია და დარწმუნებული ვარ, ის მომავლის გამარჯვებით დასრულდება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს