ოთარ შამუგია იაყუბლოს წყალსაცავზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, დმანისის მუნიციპალიტეტის მერ კობა მურადაშვილთან ერთად, სოფელ იაყუბლოს წყალსაცავის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, შპს „საქართველოს მელიორაცია“ დმანისში, იაყუბლოს წყალსაცავზე 7 მლნ ლარის ღირებულების პროექტს ახორციელებს.

„უკვე მრავალი წელია, სახელმწიფო ხელს უწყობს ფერმერებს მეურნეობების შექმნასა და განვითარებაში და ეს მხარდაჭერა გრძელდება. წყალუზრუნველყოფა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, კლიმატის ცვლილების ფონზე. იაყუბლოს წყალსაცავის რეაბილიტაციაზე საქართველოს მელიორაცია 7 მილიონ ლარზე მეტს ხარჯავს. აღნიშნული სამუშაოები წყალსაცავის გამართულად ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. აღნიშნული წყალსაცავი სარწყავი წყლით დაახლოებით 3000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობს ამარაგებს“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მათივე ცნობით, მიმდინარე პროექტით დაგეგმილია კაშხლის წნევიანი ფერდის გამაგრება და მონოლითური რკინაბეტონის ფილებით მოპირკეთება, ტალღამრიდის დამცავი რკინაბეტონის 1600 მეტრი სიგრძის კედლის მოწყობა, წყალსაცავის სარეგულაციო კოშკზე ელექტრო განათების და ელექტრომექანიკური ამწე დანადგარების მოწყობა; ასევე, გათვალისწინებულია კაშხლის თხემზე ბეტონის 1,3 კმ სიგრძის სამანქანო გზის მშენებლობა. აღნიშნული სამუშაოები წყალსაცავის გამართულად ფუნქციონირებას უზრუნველყოფს, რომელიც სარწყავი წყლით დაახლოებით 3000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობს ამარაგებს.

„სარეაბილიტაციო სამუშაოები 2024 წლის ბოლოს დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ 2012 წლიდან დღემდე, ქვემო ქართლის რეგიონში დასრულდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 86 სარეაბილიტაციო პროექტი, ჯამური ღირებულებით 70,1 მლნ ლარი. შედეგად, რეგულარულ სარწყავში გადავიდა 57 300 ჰექტარი მიწის ფართობი, სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა 26 565 ჰექტარზე.

დღეისათვის რეგიონში მიმდინარეობს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 24,5 მლნ ლარის ღირებულების 11 პროექტი, რომელთა დასრულების შედეგად, 8730 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ახლა რაც ხდება არის ბრძოლა მომავალსა და წარსულს შორის, ფრონტის ხაზი გავლებულია და დარწმუნებული ვარ, ის მომავლის გამარჯვებით დასრულდება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს