არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4778
EUR
1 EUR
2.9746
RUB
100 RUB
4.2802
21-09-2017
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ’’ინოვაციური ტექნოლოგიების ცენტრი“ X-Ray Radar-ის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
11:09 12-04-2016
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ’’ინოვაციური ტექნოლოგიების ცენტრი“ X-Ray Radar-ის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს X-Ray Radar შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ’’ინოვაციური ტექნოლოგიების ცენტრის“ ერთ-ერთი პროექტია, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია. ამის შესახებ ინფორმაციას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ”ინოვაციური ტექნოლოგიების ცენტრი” ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რადარის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მას არ სჭირდება დიდი დრო რადიაციული დაბინძურების მოსაძებნად.

”ინტერპრესნიუსი” შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ”ინოვაციური ტექნოლოგიების ცენტრის” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"პროექტის იდეა თემის სიმწვავიდან გამომდინარე გაჩნდა, უამრავ ადამიანს ექმნება ჯანმრთელობის პრობლემა მაღალი რადიაციული დასხივების გამო. ვფიქრობთ, რომ გარემოსდამცველი და მსგავსი ორგანიზაციები ინტერესს გამოიწვევს რადარი. მომავალში იგეგმება მისი როგორც ფუნქციონალური გაუმჯობესება, მიმდინარეობს ასევე დიზაინზე მუშაობაც'', - ამბობს ერთ-ერთი ავტორი დავით გოგიტიძე.

”აღსანიშნავია, რომ პროდუქტი გაუმჯობესებული ვარიანტია, ვინაიდან ადამიანები მასთან შეხებისას დასხივებას არ ღებულობენ. მანამდე არსებული საზომი საშუალებები ოპერატორის უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფდა. არაერთი შემთხვევა არსებობს, როდესაც დაბინძურების აღმოჩენის პროცესის გახანძლივების გამო, მომხმარებელის სიცოცოცხლე ფატალურად დასრულებულა რადიაციის სასიკვდილო დოზის გამო. აღნიშნულ მოწყობიბლობას არ ესაჭიროება ხანგრძლივი დრო ძებნისთვის, ის მომენტალურად გვაჩვენებს რა მიმართულებით და რა სიმაღლეზე არის საშიში ნივთიერება”, - ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.

’’ვგეგმავთ ჩვენი პროექტი ფართოდ გავაცნოთ საზოგადოებას, სწორედ ამიტომ 23-24 აპრილს თურქეთში ინოვაციური ტექნოლოგიების ცენტრი და რობოტ კლუბი მონაწილეობას მიიღებს მესამე Saf-Run Ulusal Robot შეჯიბრში“ - აღნიშნავს რობოტ კლუბის ხელმძღვანელი გიორგი უსანეთაშვილი.

InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სემეკი ხვალ ელექტროენერგიის წარმოების 2017 წლის ტარიფების კორექტირებაზე იმსჯელებს
სემეკი ხვალ, ელექტროენერგიის წარმოების 2017 წლის ტარიფების კორექტირებაზე იმსჯელებს. როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების
ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში ხვალ ბავშვთა ნეფროლოგები კონსულტაციებს ჩაატარებენ
მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში ხვალ 11:00-16:00 საათამდე, თბილისიდან მიწვეული პროფესიონალი
ანგარიშგებების წარდგენისა და გასაჯაროების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა ანგარიშგებების
განათლების სამინისტრო - სკოლების საპირფარეშოების მონიტორინგი მკაცრდება
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლების საპირფარეშოებში არსებული ჰიგიენური მდგომარეობის საკითხზე განმარტებას აკეთებს.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4808 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4808 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის
დიმიტრი ქუმსიშვილი - საჯარო ფინანსების მართვის რეფორმა მხოლოდ მაშინ არის შედეგიანი, როდესაც არსებობს მისი განხორციელების ძლიერი პოლიტიკური ნება
საჯარო ფინანსების მართვის რეფორმა მხოლოდ მაშინ არის შედეგიანი, როდესაც არსებობს მისი განხორციელების ძლიერი პოლიტიკური ნება,
დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროკავშირს პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
სასტუმრო "ბილტმორში" დღეს საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის პროგრესის ამსახველი პუბლიკაციის პრეზენტაცია გაიმართა,
ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებისთვის ტრენინგი ტარდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციის საინფორმაციო ცენტრების თანამშრომლებს ტრენინგი ჩაუტარდათ.
რობერტ ლოუსონი - ქვეყნების უმეტესობა ისურვებდა ისეთივე ეკონომიკური სისტემა ჰქონდეს, რაც დღეს საქართველოშია
დღეს საქართველოს ეკონომიკა იმაზე თავისუფალია, ვიდრე მრავალი სხვა ქვეყნის, მათ შორის ჩემი ქვეყნის ეკონომიკა, - ამის შესახებ ფრეიზერის
ანგარიშგებებისა და აუდიტორული დასკვნის წარდგენის წესი დამტკიცდა და შესაბამისი ვებგვერდი ამოქმედდა
ანგარიშგებებისა და აუდიტორული დასკვნის წარდგენის წესი დამტკიცდა და შესაბამისი ვებგვერდი ამოქმედდა.