არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.6890
EUR
1 EUR
3.1717
RUB
100 RUB
4.5384
21-11-2017
დიმიტრი ქუმსიშვილი - სატრანზიტო პოტენციალი და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ინვესტიციების მოზიდვის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა
14:05 20-03-2017
დიმიტრი ქუმსიშვილი - სატრანზიტო პოტენციალი და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ინვესტიციების მოზიდვის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა ქვეყნის სივრცითი მოწყობა და ინფრასტრუქტურის განვითარება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში მივიღეთ, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო ბიზნეს ფორუმზე „საქართველოს ეკონომიკა: პერსპექტივები და გამოწვევები“ გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, პირველი ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის პოლიტიკა ძალიან ახლოსაა ქეინსის თეორიის იმ ნაწილთან, რომლის თანახმადაც, როდესაც ქვეყანას უჭირს, სახელმწიფომ უნდა მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და მოახდინოს კაპიტალური დანახარჯები, რათა რეგიონში არსებულ პრობლემებს წარმატებით გაართვას თავი.
გარდა ამისა, პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, აღნიშნულ გადაწყვეტილება ასევე გამომდინარეობდა ქვეყნის სატრანზიტო და ტურისტული პოტენციალის გაძლიერების მოტივითაც.

„ჩვენ ძალიან გვჭირდება ჩვენი სატრანზიტო პოტენციალისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და გაძლიერება. ჩვენ გვჭირდება ქვეყანა, რომლის რეგიონები ერთმანეთთან უკეთესად იქნებიან დაკავშირებული, მათ შორის მობილობა იქნება გაცილებით დიდი და სატრანზიტო პოტენციალი იქნება გაცილებით ბევრად მაღალი,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე გაამახვილა ყურადღება აბრეშუმის გზასა და მასში საქართველოს მონაწილეობაზე.
„საბოლოო ჯამში, სატრანზიტო პოტენციალი, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს, ინვესტიციების მოზიდვის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა.

ჩვენ ვართ გზაგასაყარი ევროპასა და აზიას შორის. ჩვენ ვართ უნიკალური ქვეყანა, რომელიც უმოკლესი გზით აკავშირებს აზიას ევროპასთან. ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება როგორც ჩინეთთან, ისე ევროპასთან,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა და დასძინა, რომ აღნიშნული პოტენციალის უკეთ ათვისებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან ინვესტიციას განახორციელებს.

InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სახალხო დამცველი რელიგიათა საბჭოს მიერ „ტოლერანტობის ქომაგის“ ჯილდოს გადაცემის საკითხზე დამატებით განმარტებას აკეთებს
საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი რელიგიათა საბჭოს მიერ 2017 წლის 16 ნოემბერს „ტოლერანტობის ქომაგის“ ჯილდოს გადაცემის საკითხზე
კლევერინგას ლექციების ფარგლებში საჯარო ლექციას თსუ-მ უმასპინძლა
კლევერინგას ლექციების ფარგლებში საჯარო ლექციას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. ლექციას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, იუნისეფის
დედაქალაქის მერია და „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ერთობლივ, მასშტაბურ სოციალურ კამპანიას - „მეტი უსაფრთხოებისთვის“ იწყებს
დედაქალაქის მერია და კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ზამთრის სეზონთან დაკავშირებით, ერთობლივ, მასშტაბურ სოციალურ კამპანიას - „მეტი უსაფრთხოებისთვის“ იწყებს.
მინისტრმა პარასპორტსმენებთან ერთად მიმდინარე სეზონი შეაჯამა
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან, შალვა მაისურაძესთან და თბილისის საკრებულოს წევრ რატი იონათამიშვილთან ერთად,
კოსტავას ქუჩაზე პარკინგისთვის „ჯიბის“ მოწყობა მიმდინარეობს
კოსტავას ქუჩაზე, ტექნიკური უნივერსიტეტის მეორე კორპუსისა და „მაკდონალდსის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, პარკინგისთვის „ჯიბის“ მოწყობა მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ თბილისის
ლონდონში გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 125 წლის იუბილე აღინიშნა
ლონდონში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და თანაორგანიზებით, აზიის სახლმა გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 125 წლის იუბილეს უმასპინძლა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა
საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება
საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის მმართველი
პეკინისა და დოლიძის ქუჩებზე სკვერები მოეწყო
საბურთალოს რაიონში, პეკინის №2-სა და დოლიძის №10-ში სკვერები მოეწყო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.
დეპუტატი კობა კობალაძე მოსახლეობას შეხვდა
კობა კობალაძე ავჭალაში ლიბანის N1-ში იმყოფებოდა, სადაც ავარიული კორპუსის აღდგენა-გამაგრების სამუშაობი დაათვალიერა.
სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში ცნობილი ლიტველი ფოტოგრაფის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება
სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ცნობილი ლიტველი ფოტოგრაფისა და ფოტოგრაფიაში ლიტვური სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებლის,