სადაც არის შესაძლებლობა, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ სტრუქტურას ერთი კიდური მაინც მოვატეხოთ - ეს უნდა გააკეთო! უნდა იბრძოლო! ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ გული გვერჩის და ვიბრძოლებთ, ვინც მზად არის ამ ბრძოლისთვის, მოდით და ერთად ვიბრძოლოთ!, – ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.
კუპრაძის განმარტებით, „ლელო - ძლიერი საქართველო” სხვა ოპოზიციონერ კოლეგებს თვითმმართველობის არჩევნებში „ნეიტრალურ კანდიდატად” - სალომე ზურაბიშვილს სთავაზობდა.
„ამ 13 წლის განმავლობაში ოპოზიცია არის ყველაზე ძლიერი, ვიდრე აქამდე იყო