აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ისრაელსა და ღაზის სექტორში ოფიციალური ვიზიტით ჩავა, ამის შემდეგ კი რუსეთს ეწვევა.
დონალდ ტრამპს არ განუმარტავს, კონკრეტულად რა თარიღებში ჩავა სტივ უიტკოფი რუსეთში ან ვისთან გამართავს შეხვედრებს.
„ის მიდის ისრაელში, ხოლო შემდეგ, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, რუსეთში“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ვაშინგტონში ჟურნალისტებთან საუბრისას, როდესაც უიტკოფის ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის შესახებ დაუსვეს კითხვა.
უიტკოფი ბოლოს რუსეთში აპრილში იმყოფებოდა და კრემლში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა.