ჯემალ გოგიტიძე საქართველოში ჩამოასვენეს

მოსკოვში გარდაცვლილი ჯემალ გოგიტიძე დღეს საქართველოში ჩამოასვენეს. ამასთან დაკავშირებით თბილისის აეროპორტში ოჯახის ახლობლები, აგრეთვე, ირინა სარიშვილი და ვალერი კვარაცხელია იყვნენ მისული.

ცხედარს დღესვე ბათუმში გადაასვენებენ. 49 წლის ჯემალ გოგიტიძე მოსკოვში 20 დეკემბერს გარდაიცვალა. გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად გულის შეტევა სახელდება.;

ჯემალ გოგიტიძე საქართველოს პარლამენტის რამდენიმე მოწვევის დეპუტატი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს