გრიგოლ ვაშაძე ოფიციალური ვიზიტით სირიაში იმყოფებოდა

საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ოფიციალური ვიზიტით სირიაში იმყოფებოდა.

როგორც მინისტრის მოადგილემ; ნინო კალანდაძემ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, სირიაში ვიზიტისას განხილული იყო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და ერთობლივი პროექტები.

კალანდაძის განცხადებით, გრიგოლ ვაშაძე საქართველოში დღეს დაბრუნდა.

როგორც; ნინო კალანდაძემ განაცხადა, გრიგოლ ვაშაძე; 6 მაისს ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთში მიემგზავრება და თავის კოლეგას შეხვდება, რომელიც, ამავდროულად, ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარეა.

მისივე თქმით, გრიგოლ ვაშაძე; თავის ყაზახ კოლეგას მიაწვდის ინფორმაციას საქართველოში შექმნილი ვითარების შესახებ. ასევე, ინფორმაციას ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობასთან; დაკავშირებით.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს