გამორთული კონდიციონერების გამო, მიკროვატობუსების მძღოლები დაისაჯნენ

მიკროავტობუსების მძღოლები, რომელთაც კონდიცირების სისტემა გამორთული ჰქონდათ, ათი დღით აღარ იმუშავებენ. შესაბამისი სანქცია მძღოლებს "თბილისის მიკროავტბუსმა" დააკისრა, რომელმაც ეს გადაწყვეტილება სპეციალური მონიტორინგის შემდეგ მიიღო.

გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით თბილისის "თბილისის მიკროავტობუსი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

"თბილისის მიკროავტობუსი 1 ივლისიდან, მგზავრთა კომფორტულად გადაადგილების მიზნით, აქტიურად ახორციელებს სამარშრუტო ტაქსებში კონდიცირების სისტემის გამართულ მუშაობაზე მონიტორინგს. ყოველდღიურად მოწმდება ქალაქში არსებული თითოეული სამარშრუტო ტაქსი.

მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ ხშირია შემთხვევები, როდესაც მძღოლები, კომპანიის გაფრთხილების მიუხედავად, თვითნებურად არ რთავენ კონდიცირების სისტემას, რაც მგზავრების სამართლიან უკმაყოფილებას იწვევს.

კომპანიის ხელმძღვანელობა პირადად აკონტროლებდა მანქანებში კონდიცირების სისტემის გამართულად მუშაობას. გარკვეულ ხაზებზე აღმოჩენილი იქნა დარღვევები და მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, ყველა ის მძღოლი (ამ ეტაპზე ასეთი არის 42 მძღოლი), რომელიც არ ემორჩილება შინაგანაწესს და არღვევს კომპანიის მოთხოვნას, 10 დღის განმავლობაში აღარ იმუშავებს ყვითელ მიკროავტობუსზე. ხოლო თუ შემდეგ კვლავ განმეორდება მსგავსი სახის დარღვევა, კომპანიის მიერ გაგრძელდება სხვა და სახვა სახის სანქციები, მათ შორის ხელშეკრულების შეწყვეტა და ა.შ..

აღნიშნული ინფორმაცია დღეს "თბილისის მიკროავრობუსის" ხელმძღვანელმა პირადად გააცნო მძღოლებს და თხოვნით მიმართა, შეასრულოს ყველა ის ვალდებულება, რაც მგზავრების კომფორტულად გადააგილებისთვის არის საჭირო", – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა