თბილისის მერია ავტობუსების შესაძენად გამოცხადებული ტენდერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია ავტობუსების შესაძენად გამოცხადებული ტენდერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში საუბარია 100 ახალი, კომფორტული, ეკოლოგიურად სუფთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე ადაპტირებული ავტობუსების შესაძენად გამოცხადებული ტენდერის მიმდინარეობის შესახებ.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ტენდერი გასაჩივრებულ იქნა კომპანია Xiamen Golden Dragon Bus Co-ს მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში.

"დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით კომპანია Xiamen Golden Dragon Bus Co-ს საჩივარი დაკმაყოფილდა და თბილისის მერიას ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტება დაევალა. გადაწყვეტილების საფუძვლებიდან ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ მთავარზე, ხარისხის დამადასტურებელ სერთიფიკატზე, კერძოდ, დავების განხილვის საბჭომ მიუთითა, რომ მიმწოდებლის მიერ არასწორად იქნა აღქმული სატენდერო დოკუმენტაცია და მერიას დაევალა უფრო ზუსტად და სწორად მიუთითოს თუ რას ნიშნავს შემოთავაზებული ავტობუსის მოდელის ევროპის პარლამენტის 2007/46/EC დირექტივასთან შესაბამისობის დამადასტურებელი სერთიფიკატი (EC type-approval certificate). ხაზგასასმელია, რომ ტენდერში მონაწილე დანარჩენმა 4 კომპანიამ "სწორად აღიქვა" თუ რას ნიშნავდა სატენდერო კომისიის აღნიშნული მოთხოვნა და წარმოადგინა შესაბამისი სერთიფიკატები. აღნიშნული დირექტივა ავტობუსების წარმოების სფეროში ერთ-ერთ ძირითად მარეგულირებელ საერთაშორისო ნორმას წარმოადგენს და ყველა ნორმალური ავტობუსის მწარმოებლისთვის გასაგებია თუ რას ნიშნავს ევროპის პარლამენტის 2007/46/EC დირექტივის შესაბამისად გაცემული EC ტყპე-აპპროვალ ცერტიფიცატე, მიუხედავად იმისა თუ როგორ მოხდება კონკრეტულად ქართულ ტექსტში მისი ფორმულირება.

ასევე გვინდა ყველას შევახსენოთ, რომ კომპანია Xiamen Golden Dragon Bus Co-ს საჩივრის ძირითადი საფუძველი იყო თითქოს საერთოდ შეუძლებელია ევროპის პარლამენტის 2007/46/EC დირექტივის მიხედვით, ავტობუსის მოდელს სერთიფიკატი (EC type-approval certificate).

დავების განხილვის საბჭოს ზემოთ მითითებული გაუგებარი უმნიშვნელო არგუმენტაციით მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, სატენდერო პროცედურების და შესაბამისად, თბილისელებისთვის ამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დროში იწელება, შესაბამისად, კითხვის ქვეშ დგება 2014 წელს ახალი კომფორტული ავტობუსების ქალაქში შემოყვანა.

სწორედ ამიტომ, მოვუწოდეთ დაინტერსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს გაეწიათ მონიტორინგი მიმდინარე ტენდერის, მათ შორის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში საჩივრის განხილვის პროცესისთვის. იმედს გამოვთქვამთ, ისინი მოახდენენ ამ ყველაფრის შეფასებას და ამავდროულად კვლავ ჩართულები იქნებიან ამ პროცესში", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა