,,ინტერტრანსმა" რუსთავში ყვითელი მიკროავტობუსები შეიყვანა

კომპანია ,,ინტერტრანსმა" დღეს რუსთავში, ავტოსადგომზე დამატებით 30 ერთეული ყვითელი მიკროავტობუსი შეიყვანა. მიკროავტობუსების შეყვანა რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსების მძღოლებისა და ხაზების მეპატრონეების საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა.

ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცავები.

მძღოლთა ერთი ნაწილი, რომელიც ბოლო პერიოდში საპროტესტო აქციებს მართავს, ,,ინტერტრანსის" შეთავაზებებზე უარს აცხადებს. მძღოლები რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზზე ჩატარებული კონკურსის შედეგების გაუქმებას და ნებართვის ორი წლით გახანგრძლივებას მოითხოვენ.

ამასთან, კომპანია ,,ინტერტრანსის" დირექტორის მამუკა მუმლაძის განცხადებით, კომპანიამ უკვე დაიწყო მასზე დაკისრებული ვარდებულებების შესრულება და რუსთავში ტრანსპორტის შემყვანა. კომპანიას ამ ეტაპზე უკვე მიაკითხა დასაქმების მსურველმა 150-მდე მძღოლმა და უახლოეს დღეებში რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ახალი მიკროავტობუსები გამოჩნდება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა