რუსთავის მერი სტუდენტებისათვის სპეციალური სამგზავრო ბარათების შემოღების ინიციატივით გამოდის

რუსთავის მერი დავით ჯიქია რუსთავი-თბილისის მარშრუტზე სტუდენტებისათვის შეღავათიანი სამგზავრო ბარათების შემოღების ინიციატივით გამოდის. აღნიშნული ინიციატივა დავით ჯიქიამ დღეს რუსთავში უნივერსიტეტ ,,რვალში" სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე გამოთქვა.

რუსთავის მერის განცხადებით, ყოველღიურად, რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტით 4 ათასი სტუდენტი სარგებლობს და უმრავლესობას მგზავრობის საფასურის გადახდა უჭირს.

"სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე ქალაქში არსებულ პრობლემებზე ვისაუბრეთ. სტუდენტებმა განსაკუთრებული ყურადღება მგზავრობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე გაამახვილეს. მათ აინტერესებდათ გაიზრდება თუ არა რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობის ღირებულება, რაზეც ჩემი მხრიდან გაიცა ცალსახა პასუხი, რომ ეს არ მოხდება. უფრო მეტიც, მერია მუშაობს პროექტზე, რომლის თანახმადაც, ის სტუდენტები, რომლებიც თბილისში უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ, მგზავრობის საფასურის გადახდისას შეღავათით ისარგებლებენ. გარკვეული შეღავათები დაწესდება წარჩინებული სტუდენტებისათვის, ასევე მათთვის, ვინც სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან არიან," - განაცხადა რუსთავის მერმა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს