"კავკასიური სახლი" თსუ-ში საჯარო დისკუსიას გამართავს

"კავკასიური სახლი" ხვალ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო დისკუსიას გამართავს. დისკუსიის თემაა უკრაინაში არსებული შიდა და საგარეო-პოლიტიკური ვითარების ანალიზი.

ღონისძიებაზე მომხსენებელი იქნება პოლიტიკის კვლევების საერთაშორისო ცენტრის საშინაო პოლიტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარე იაროსლავ კოვალჩუკი, რომელიც ისაუბრებს პოლიტიკურ ვითარებაზე უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.

მომხსენებელი იქნება ასევე მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის ბორდის თავმჯდომარე ვიქტორ სლინჩაკი, რომელიც ისაუბრებს თემაზე - რუსეთ-უკრაინის ურთიერთობები ყირიმის ანექსიის და დონბასში განვითარებული უახლესი მოვლენების ფონზე.

დისკუსია რუსულ ენაზე გაიმართება. მასზე დასწრება თავისუფალია. ღონისძიების ორგანიზატორების ცნობით, საჯარო დისკუსია გაიმართება მიმდინარე პროექტის "უკრაინა - გამოსავალი კრიზისიდან დიალოგის გზით" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით

2014 წელს "კავკასიურმა სახლმა" დაიწყო ახალი პროექტის განხორციელება: უკრაინა გამოსავლის ძიებაში დიალოგის გზით. "კავკასიური სახლის" ინფორმაციით, პროექტს ორი მიზანი აქვს. ერთი მხრივ, უკრაინა-რუსეთის კონფლიქტის ტრანსფორმაციის მხარდაჭერა, საქართველოში უკრაინელი და რუსი საშუალო რანგის ოფიციალური პირების პირისპირ შეხვედრების მეშვეობით; და მეორე მხრივ, უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური ტრანსფორმაციის მხარდაჭერა საქართველოს გამოცდილების გაზიარების საშუალებით.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ