თინა ხიდაშელი უკრაინელ ექსპერტებს შეხვდა

დეპუტატი თინა ხიდაშელი უკრაინელ ექსპერტებს შეხვდა. პარლამენტში გამართული შეხვედრა პროექტის "უკრაინა გამოსავლის ძიებაში დიალოგის გზით" ფარგლებში გაიმართა.

უკრაინელი სტუმრები საქართველოში განხორციელებული რეფორმებითა და მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით დაინტერესდნენ. როგორც მათ აღნიშნეს, ქვეყნისთვის, რომელიც ერთი მხრივ ომშია ჩაბმული და მეორე მხრივ, რეფორმები აქვს განსახორციელებელი, საქართველოს გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია. ისინი ქართულ-აფხაზური ურთიერთობებითაც დაინტერესდნენ. საუბარი ასევე შეეხო რუსეთის როლს რეგიონში მიმდინარე პროცესებში. ისაუბრეს არსებული გამოწვევებისა და მათი დაძლევის გზებზე.

უკრაინელი ექსპერტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლების მონაწილეობით გამართული შეხვედრის მიზანი საქართველოში განხორციელებული რეფორმებისა და მიმდინარე პროცესების დეტალური გაცნობაა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს