მინდია ჯანელიძე - ნდობის ჯგუფის შეხვედრაზე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებებთან დაკავშირებული საკითხები იყო განხილული

თავდაცვის მინისტრ, მინდია ჯანელიძის განცხადებით, ნდობის ჯგუფის შეხვედრაზე განხილული იყო ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებებთან დაკავშირებული საკითხები და ყველა კითხვას პასუხი გაეცა, - ამის შესახებ ჯანელიძემ ჟურნალისტებს ნდობის ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

"შეხვედრა დაანონსებული იყო. ჩვენ შევხვდით ნდობის ჯგუფის წევრებს. ვისაუბრეთ იმ საკითზე, რაც ბოლო პერიოდში იყო გაჟღერებული. ეს უკავშირდება ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებებს და ამასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს. მე მინდა გითხრათ, რომ ამომწურავი პასუხები გაეცა ყველა იმ კითხვას, რომელიც ნდობის ჯგუფზე დაისვა, ასე რომ, მინდა დავადასტურო, პროცესი, რომელიც დაწყებული იყო, გრძელდება და მივა ლოგიკურ დასასრულამდე", - აღნიშნა მინდია ჯანელიძემ.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს