ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ქვეწარმავლებისგან მოსახლეობის დაცვის ღონისძიებებს ახორციელებს

ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან ერთად ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, ქვეწარმავლებისგან მოსახლეობის დაცვის მიზნით, შესაბამის ღონისძიებებს ახორციელებს.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მოვალეობაა, მოსახლეობის როგორც აგრესიული და დაავადებული ცხოველების, ისე ქვეწარმავლებისგან დაცვა. მათი ცნობით, ამ მიზნით ფუნქციონირებს გველდამჭერთა ჯგუფი, რომელიც ჰუმანური მეთოდით ქვეწარმავალთა დაჭერას და შესაბამის ადგილებში გადაყვანა-გაშვებას ან იზოლაციას უზრუნველყოფს.

"ჯგუფის მობილურობის ამაღლების მიზნით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება გველდამჭერებით დაკომპლექტებული ცალკე ეკიპაჟის ჩამოყალიბების შესახებ, რომელსაც საკუთარი სატრანსპორტო საშუალებაც გამოეყო", - აცხადებენ მერიაში.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, ქვეწარმავლის დანახვისას მოერიდონ მას და დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ "112"-ს.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს