მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ უპატრონო ძაღლების პასპორტიზაციის მორიგი ეტაპი დაიწყო

თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ დედაქალაქში უსახლკარო/უპატრონო ძაღლების რაოდენობის დადგენის ანუ პასპორტიზაციის ღონისძიებების მომდევნო, პრაქტიკული ეტაპი დაიწყო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სააგენტოდან აცნობეს, დღეისთვის დასრულებულია პრაქტიკული ღონისძიებების მოსამზადებელი ეტაპი.

"დღეიდან ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო იწყებს თბილისში ბინადარი უსახლკარო/უპატრონო ძაღლების პასპორტიზაციის (რაოდენობის დადგენის) ღონისძიებების მომდევნო, პრაქტიკულ ეტაპს. დღეისთვის დასრულებულია პრაქტიკული ღონისძიებების მოსამზადებელი ეტაპი - განხორციელდა სააგენტოში არსებული სხვადასხვა მონაცემების (გამოძახებათა რაოდენობა, რეაგირების ფაქტების რაოდენობა, საყურადღებო მისამართები და სხვა) ანალიზი, მიღებულია წინასწარი მონაცემები ძაღლების რაოდენობის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სხვადასხვა სამსახურებისა და გამგეობებისგან და დაიგეგმა პასპორტიზაციის კონკრეტული ღონისძიებების ადგილები, მეთოდიკა და განრიგი", - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

ძაღლების პასპორტიზაციის ღონისძიებები ჩატარდება ყოველდღე, ორ ეტაპად - 06:00 – 09:00 და 18:00 – 21:00 საათების შუალედში. ღონისძიებების ძირითადი შემსრულებელია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლები. პროექტის ტექნიკური ხელმძღვანელია პროფესორი იასონ ბადრიძე, ხოლო პასპორტიზაციის საერთო პროცესს კონტროლს გაუწევს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთან შექმნილი საზოგადოებრივი საბჭო.

ძაღლების პასპორტიზაციის პრაქტიკული ეტაპი დაიწყება გლდანიდან. ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა გააჩნია აქტიური მონაწილეობა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს