სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისსა და რეგიონებში შინაური ცხოველების უფასო პროფილაქტიკურ ვაქცინაციას ატარებს

ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისსა და საქართველოს რეგიონებში შინაური ცხოველების (ძაღლი, კატა) უფასო პროფილაქტიკურ ვაქცინაციას ატარებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სააგენტოდან აცნობეს, სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები მობილიზებული არიან თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში, რუსთავში, ახალციხეში, მცხეთაში, გორში, ბათუმში, ოზურგეთსა და ამბროლაურში. თბილისში აქციაში ჩართულები არიან მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს წარმომადგენლები, რომლებიც ცრიან როგორც თავშესაფრის ბინადარ, ასევე თავშესაფრის გარეშე დარჩენილ ძაღლებს და კატებს. ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაცია 28 სექტემბერსაც გაგრძელდება.

ცოფი მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც გადადის დაავადებული ცხოველების დაკბენით, დაკაწვრით ან დადორბვლით. ცოფით ავადდება ადამიანიც. მსოფლიოში ცოფით ყოველწლიურად 55 ათასი ადამიანი იღუპება.

ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ ვაქცინაციას სურსათის ეროვნული სააგენტო პერმანენტულად ახორციელებს. 2015 წლის დასაწყისიდან დღემდე, წინასწარი მონაცემებით, ვაქცინირებულია 203 061 ძაღლი და კატა. იძულებით აიცრა 30 282 სული დაავადების ამთვისებელი ცხოველი, რის შედეგადაც 2015 წელს საქართველოში ცოფით ადამიანის დაავადების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი